„საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას ვიწყებთ. მოხდება ფონდის რესტრუქტურიზაცია. ამის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით დოკუმენტი პარლამენტში დეკემბრის თვეში დარეგისტრირდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.