logo_geo
eng_logo
ოლეგ ოსინოვსკი: ქვეყანას, რომელსაც სურს 15%-იანი ეკ. ზრდა ჰქონდეს, არ აქვს უფლება წერილებს 30 დღის ვადაში უპასუხოს...
- +

28 ნოემბერი. 2021. 11:25

 

 

„ვფიქრობ, ქვეყანას, რომელსაც სურს წლიურად 10-15%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, არ აქვს უფლება, წერილებს უპასუხონ 30 დღის ვადაში ასეთი პასუხით: „ჩვენ კიდევ გვჭირდება ფიქრისთვის დრო,” - ამის შესახებ ესტონელმა ბიზნესმენმა ოლეგ ოსინოვსკიმ ფორბსთან ინტერვიუში განაცხადა.

 

საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, რომელიც სხვადასხვა სექტორებში ახორციელებს პროექტებს, ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების ტემპი კარდინალურად შემცირებულია.

 

"ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ეტაპებზე ჩნდება, იზრდება და ძლიერდება ბიუროკრატია. ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის გარდაუვალია. ყოველთვის ჩნდებიან ჩინოვნიკები, ისინი იგონებენ თავისთვის ახალ სამუშაოებს, ახალ სამუშაო ადგილებს ახალი ჩინოვნიკებისათვის. ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს, აირის მსგავსი ჩინოვნიკები იკავებენ მთელ სივრცეს, რაც მათ აქვთ. მერე ფართოვდებიან და ფართოვდებიან.

 

გადაწყვეტილებების მიღების ტემპი კარდინალურად არის ამ წლებში შემცირებული. რაც იყო, მაგალითად მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებდით, ისე აღარ არის. ჩინოვნიკები, რა თქმა უნდა, ჩუმად ჭამენ სახელმწიფოს, მაგრამ ისინი ყველა ქვეყანაში ჭამენ სახელმწიფოს, ესტონეთშიც, ამერიკაშიც და ა.შ. ეს, სამწუხაროდ, ასეა. კითხვა შემდეგშია, შეუძლია თუ არა საქართველოს ასეთი ბიუროკრატიის უფლება მისცეს თავს. მე ფიქრობ, რომ ქვეყანას, რომელსაც სურს, წლიურად 10-15%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, ამის უფლება არა აქვს. მათ არა აქვთ უფლება, წერილებს უპასუხონ 30 დღის ვადაში ასეთი პასუხით: „ჩვენ კიდევ გვჭირდება ფიქრისთვის დრო”.

 

წერილს ერთ კვირაში უნდა უპასუხო. ეს საკითხი, მე ვიტყოდი, შესამჩნევად გაუარესებულია. თუ დღევანდელ ხელისუფლებაზე ვისაუბრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ვთვლი, რომ შესაძლოა ღარიბაშვილის მიმართ დამოკიდებულებები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ეს ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და იღებს კიდეც გადაწყვეტილებებს. მე ვიტყოდი, რომ ეს მისი ცალსახა პლუსია, რაზეც კამათი არ შეიძლება.

 

მას შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, არ ეშინია და გადაწყვეტილებებს იღებს სწრაფად. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ეს თვისება მახსოვს და ვაფასებ ჯერ კიდევ წინა პრემიერობიდან. დღესაც ვთვლი, რომ ეს ძალიან ღირებულია და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანიც...

 

ბიზნესურად მნიშვნელოვანია, რომ CEO იღებდეს გადაწყვეტილებებს, თუნდაც ცდებოდეს შემთხვევების 49%-ში, მაგრამ შემთხვევების 51%-ში სწორ გადაწყვეტილებებს იღებდეს, მაშინ წარმატებულია კომპანია, მაგრამ თუ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებ, ეს ბიზნესისთვის ყველაზე საშიშია," - ამბობს ოსინოვსკი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner