მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონის“ ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, სულ უფრო მეტი ქვეყანა ამკაცრებს რეგულაციებს აფრიკის რესპუბლიკის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორებისათვის, ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ყოველდღიურად ცნობილი ხდება იმ ახალ-ახალი ლოკაციების შესახებ, სადაც „ომიკრონმა“ უკვე შეაღწია.
ამ ეტაპზე „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ჰონგ-კონგი, ბელგია, დანია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, იტალია, ავსტრალია, ისრაელი, კანადა, საფრანგეთი.