შეკვეთილში, Black Sea Arena სცენა მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტით გაიხსნა.
ექვსგზის გრემის მფლობელმა კრისტინა აგილერამ მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა, მომღერალი საქართველოს პირველად ეწვია.
კრისტინა აგილერამ კონცერტზე მისულ მსმენელს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა.
„მიხარია, რომ დღეს აქ ამდენ ლამაზ სახეს ვხედავ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ამ სცენაზე. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დღევანდელ საღამოს ჩემთან ერთად ატარებთ", - განაცხადა კრისტინა აგილერამ.
აგილერას თქმით, მას ძალიან მოეწონა საქართველო, ბათუმი და ქართული სიმღერა.