logo_geo
eng_logo
ირაკლი რუხაძე: ნიკა გვარამია, რომელიც დღეს გვეფიცება, რომ დამოუკიდებელი მედიის დამცველია, იყო პროკურორი, რომელიც დარბოდა ამერიკის საელჩოში და ამტკიცებდა, რომ დასაჭერი ვიყავი
- +

29 ნოემბერი. 2021. 11:49

 

 

 

ნიკა გვარამია დარბოდა ამერიკის საელჩოში და ამტკიცებდა, რომ დასაჭერი ვიყავი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

 

რუხაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო, რომ „იმედის“ მართვას ვერ ახერხებდა. ტელეკომპანია საუბრობდა იმ პრობლემებზე, რა ტენდენციებიც იმ პერიოდში ქვეყანაში არსებობდა. შედეგად, „იმედის“ ჩახშობა მოახერხეს.

 

„აბსოლუტურად ჩაახშეს დამოუკიდებელი სიტყვა და ტელევიზია საქართველოში და მედიაველს ბოლომდე აკონტროლებდნენ. შემდეგ ამას მოჰყვა ის, რომ მე მიჭერდნენ, რადგან არ სურდათ, გარეთ ვყოფილიყავი - „იმედის“ დაბრუნებაზე მებრძოლა და ჩემი პროკურორი ბატონი ნიკოლოზ გვარამია იყო, რომელიც დღეს „მთავარი არხის დირექტორია“ და გვეფიცება, რომ დამოუკიდებელი მედიის დამცველია. იგი დარბოდა ამერიკის საელჩოში და ამტკიცებდა, რომ დასაჭერი ვიყავი. „ვიკილიკსში“ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც გამოხატავს ამერიკის მაშინდელი ელჩის აზრს, რომ მე მიჭერენ „იმედის“ გამო. რა თქმა უნდა, ამერიკის საელჩო არ ეთანხმებოდა, რომ მე ვარ დასაჭერი და ბოლოს და ბოლოს ვერ დამიჭირეს. როგორც ჩანს, მაინც სჭირდებოდათ ამერიკელების თანხმობა, სხვაგვარად ვერ მიჭერდნენ. თუმცა, ნიკოლოზ გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც დარბოდა. შეიყვანეთ „ვიკილიკსში“ ჩემი და გვარამიას გვარი და ამერიკის ელჩის რამდენიმე დოკუმენტი ამოვარდება, სადაც ეს ყველაფერია დაწერილი. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით ჩვენ“, - განაცხადა რუხაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner