logo_geo
eng_logo
ვრცელდება კადრები, რომლებზეც ჩანს თუ როგორ ურიგებენ ფულს სავარაუდოდ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს
- +

29 ნოემბერი. 2021. 12:20

 

 

 

მედიაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციიდან კადრები ვრცელდება, რომლებზეც ჩანს თუ როგორ ურიგებს მოქალაქე ადამიანებს ფულს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის აქციის მონაწილეა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრება. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner