logo_geo
eng_logo
იური ლუცენკო: სააკაშვილის ერთადერთი პრინციპულობა ნარცისიზმი გახლავთ
- +

29 ნოემბერი. 2021. 12:29

 

„სააკაშვილის ერთადერთი პრინციპულობა ნარცისიზმი გახლავთ. მას ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს - საქართველოზე, უკრაინაზე, მის ახლობლებსა თუ ნათესავებზე მეტადაც“, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური ლუცენკომ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

 

ლუცენკოს  თქმით, სააკაშვილი მზად იყო დაერღვია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კანონები.

 

„სააკაშვილის ერთადერთი პრინციპულობა ნარცისიზმი გახლავთ. მას ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს - საქართველოზე, უკრაინაზე, მის ახლობლებსა თუ ნათესავებზე მეტადაც. მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მისი წარმატება. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველაფერზეა წამსვლელი. შეუძლია თანხები აიღოს რუსი ოლიგარქებისგან, რომლებმაც უკრაინა გაძარცვეს. იგი მზად იყო დაერღვია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კანონები. მისთვის ყველაზე მაღლა არა საქართველო, უკრაინა ან დემოკრატია დგას, არამედ მხოლოდ საკუთარი თავი“, - აღნიშნა იური ლუცენკომ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner