„ერთადერთი გზა, რაშიც სააკაშვილი გამოსავალს ხედავს, არის არეულობა. ყველაზე კარგად მან იცის, რომ ლეგიტიმური გზებით გამორიცხულია მან რაიმე შედეგს მიაღწიოს. რაც დღეს სასამართლოსთან ხდება, მისი მავნებლური გეგმის გენერალური რეპეტიციაა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.
როგორც გვიდიანი აღნიშნავს ის, რაც სასამართლოსთან ხდება ყველაფერი თავიდანვე დაგეგმილი იყო, სწორედ ამიტომ ითხოვდნენ მის სასამართლოში გადაყვანას.
„ერთადერთი გზა, რაშიც სააკაშვილი გამოსავალს ხედავს არის არეულობა. ყველაზე კარგად მან იცის, რომ ლეგიტიმური გზებით გამორიცხულია მან რაიმე შედეგს მიაღწიოს. რაც დღეს სასამართლოსთან ხდება, მისი მავნებლური გეგმის გენერალური რეპეტიციაა. როგორ ფიქრობთ, რატომ ითხოვდნენ დაჟინებით სასამართლოში გადაყვანას?! რატომ ითხოვდნენ შეურაცხადებივით სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას?! რატომ არის მათთვის თვითმიზანი სააკაშვილის მიერ ციხის ტერიტორიის დატოვება?! ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია, ყველანაირ არეულობასა თუ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე ხელისმომწერები. ეს მათ დაამტკიცეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს და წარმატებით აგრძელებენ ოპოზიციიდანაც“, - წერს გვიდიანი,