logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე :მოქალაქეების შეკრება წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება პროვოკაციული ხასიათის იყოს
- +

29 ნოემბერი. 2021. 12:27

 

 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,  ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის თქმით, მოქალაქეების შეკრება საქალაქო სასამართლოსთან სადაც მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს ერთგვარი წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება პროვოკაციული ხასიათის იყოს.

 

"პროცესი იცით, რომ წარიმართება სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიით და რა თქმა უნდა, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭირვალე, წარიმართება იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ადამიანს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და საზოგადოება იხილავს ყველა იმ მტკიცებულებებს, ფაქტებს, რომლებსაც სასამართლო განიხილავს.

 

მოქალაქეების შეკრება ერთგვარი წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება პროვოკაციული ხასიათის იყოს, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ მივცეთ საშუალება  სასამართლოს, რომ თავისუფალ რეჟიმში ჩაატაროს ის პროცესი რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართება,"- განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner