„ქაოსს, დესტაბილიზაციას და არეულობას საქართველოში არავინ დაუშვებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი თქმით, რაც ახლა სასამართლოს შენობასთან ხდება ან მოხდება, პირადად სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“პასუხისმგებლობაა.
„რაც ახლა სასამართლოს შენობასთან ხდება ან მოხდება არის პირადად მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა. ქაოსს, დესტაბილიზაციას და არეულობას საქართველოში არავინ დაუშვებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ რევოლუციურ სცენარს მხარდაჭერა არც აქვს და არც არასდროს ექნება. კანონის უზენაესობა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, კანონის და სამართლის აღსრულებას წინ ვერაფერი დაუდგება“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.