logo_geo
eng_logo
ალეკო ელისაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრს ერთი სული ჰქონდა, სააკაშვილი მომკვდარიყო
- +

29 ნოემბერი. 2021. 12:30

 

 „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს უნდათ, სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს, ვინაიდან ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ გასხივებენო

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამიზნებით სხვივები მიდის.  ასეთი სისულელე თქვა და საღამოს გადაცემებში ალაპარაკებდნენ. შემდეგ სხვა ოპოზიციონერები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ სისულელეში შეეცილნენ“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ ადამიანები, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, სააკაშვილს რაიმე დამართნოდა და რევოლუციის შანსი ჰქონოდათ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამიზნებით სხივები მიდის. იქ ასობით ადამიანი მუშაობს და მკურნალობს. ასეთი სისულელე თქვა და საღამოს გადაცემებში ალაპარაკებდნენ. შემდეგ სხვა ოპოზიციონერები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ სისულელეში შეეცილნენ.

 

 „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები იყვნენ, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, სააკაშვილს რაიმე დამართნოდა და რევოლუციის შანსი ჰქონოდათ. როგორც ჩანს, ეს განცდა მხოლოდ მე არ მქონდა, რადგან მის შვილსაც იგივე განცდა ჰქონდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრს ერთი სული ჰქონდა, მომკვდარიყო. მგონი, მე მარტო ვგულშემატკივრობდი, შიმშილობა შეეწყვიტა. ადამიანურად მეცოდებოდა, პოლიტიკურად – არა. უჩხიკინებდნენ და აქეზებდნენ. ახლაც იგივე გრძელდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უნდათ, რაიმე დაემართოს და სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს. ვინაიდან, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ გასხივებენო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner