„რაც არ უნდა იყვირონ და იწივლონ, კანონი რასაც ითვალისწინებს, ის უნდა მოხდეს. ყოვლად დაუშვებელია, რადიკალურ დაჯგუფების გადასაწყვეტი იყოს თუ როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური ცხოვრება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარეობს.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, რადიკალური ჯგუფების გადასაწყვეტი არ არის პროცესს ვინ დაესწრება და გადაიცემა თუ არა პირდაპირ ეთერში.
ამასთან, ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს გაუქმდა სასამართლო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია.
„რადიკალებმა და პროვოკატორებმა, მიუხედავად იმისა დიდის ამბით აცხადებდნენ, რომ აქციებსა და პროვოკაციებს არ მოაწყობდნენ, მაინც მოაწყვეს. მიზანი მარტივი, რამენაირად ხელი შეუშალონ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გამართვას, ცხადია სიტუაცია დაძაბონ! რაც არ უნდა იყვირონ და იწივლონ, კანონი რასაც ითვალისწინებს ის უნდა მოხდეს. ყოვლად დაუშვებელია, რადიკალურ დაჯგუფების გადასაწყვეტი იყოს თუ როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური ცხოვრება, ვინ უნდა დაესწროს სასამართლოს და ვინ არა, უნდა გადაიცეს თუ არა პირდაპირ რეჟიმში სასამართლო პროცესი თუ არა, პარტტელევიზიები, რომლებიც მზად არიან ოღონდ ბელადის ბრძანება შეასრულონ, ყველაფერზე მიდიან ნებისმიერ ტყუილის, ფეიკის და დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, რაც მთავარია ცდილობენ პროვოკატორ-რადიკალების ქმედებები გაამართლონ. ისე, საინტერესოა, რომ სწორედ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნისას, უშუალოდ სააკაშვილის მითითებით, გაუქმდა სასამართლო სხდომების პირდაპირ ტელეტრანსლაცია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.