logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სასამართლოს ეზოში შეკრებილი ხალხის დიდი ნაწილი მობილიზებულია გარკვეული ფულის სანაცვლოდ
- +

29 ნოემბერი. 2021. 12:46

 

 

 

„მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით სასამართლოსთან არამშვიდობიანი პროტესტი პირველი ვის უფლებებსაც ლახავს და ვისაც ხელს უშლის თავად მიხეილ სააკაშვილია“, - ასე აფასებს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქციას.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი აქტივობა დესტრუქციაა და მათი ნდობა მათივე საქმეშიც არ შეიძლება.

 

„მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით სასამართლოსთან არამშვიდობიანი პროტესტი პირველი ვის უფლებებსაც ლახავს და ვისაც ხელს უშლის თავად მიხეილ სააკაშვილია და მეორე და არანაკლებ მთავარი, სასამართლოს ეზოში შეკრებილი ხალხის დიდი ნაწილი მობილიზებულია გარკვეული ფულის სანაცვლოდ (ფულის გადაცემის დამამტკიცებელი კადრებიც გავრცელდა) რაც კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილის სირცხვილი და პოლიტიკური იმიჯის დასამარების ტოლფასია. მესამე და საბოლოო - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი აქტივობა მხოლოდ დესტრუქციაა და მათი ნდობა მათივე საქმეშიც არ შეიძლება. აღარარსებული პოლიტიკური იმიჯის პირობებში პოლიტიკურ ვაბანკზე წასვლაღა რჩება და მიდიან“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner