logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: პოლიციას „ძაღლებს“ ეძახის და თან მშვიდობიანი მანიფესტანტები ვართო, რომ ჰკითხო
- +

29 ნოემბერი. 2021. 13:56

 

 

 

„სულ მაინტერესებს, რომ მიუშვა, რას იზამს? დიდი ვაჟკაცობით გამოირჩევამეთქი, ვერ დავდებ თავს, ალბათ მიუახლოვდება მიშას და ეტყვის „უძღები შვილი დაგიბრუნდიო“, - ამ სიტყვებით ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პოლიტიკოს გიგი უგულავას, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებს შემდეგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: „თქვენ იქცევით ისე, როგორც 90-იან წლებში იქცეოდა „ძაღლობა“, თქვენ ფორმიანი ყაჩაღები ბრძანდებით“.

 

„ჩაუდგა სათავეში ხსნის არმიას დიადი გიგი... პოლიციას „ძაღლებს“ ეძახის და თან მშვიდობიანი მანიფესტანტები ვართო, რომ ჰკითხო. სულ მაინტერესებს, რომ მიუშვა, რას იზამს? დიდი ვაჟკაცობით გამოირჩევამეთქი, ვერ დავდებ თავს, ალბათ მიუახლოვდება მიშას და ეტყვის „უძღები შვილი დაგიბრუნდიო“! აბა, ისე არც პარლამენტის სტატუსი აქვს და არც იურისტის, რომ მოსანახულებლად შეუშვან. მოკლედ, არაფერი შენგან არ გამოვა რა, გიგი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner