,,მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა აქვს, საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს, რაც მისი უფლებაა და გარანტირებულია კანონმდებლობით,’’ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პირობას შეასრულებს და აქცია არ გადაიზრდება ძალადობაში.
„რაც შეეხება საპროტესტო აქციას, იმედია, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პირობას შეასრულებს და აქცია არ გადაიზრდება რაღაც ტიპის ძალადობაში. მნიშვნელოვანია, ყველაფერი კანონის ფარგლებში წარიმართოს და პროცესებმა დამატებით ესკალაცია არ გამოიწვიოს, რათა ხელისუფლებას მეტი არგუმენტი არ ჰქონდეს, რომ სასამართლო პროცესი კიდევ უფრო დახურულად წარიმართოს. თუ ვინმე სასამართლოში შეჭრას შეეცდება, პოლიცია იმისთვისაა, რომ ეს არ უნდა დაუშვას“, – აღნიშნა იოსელიანმა.