განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ დარწმუნებულია 8 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვებაში.
„არჩევნების ბედს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი წყვეტს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში მმართველი ძალა მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვებს და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მე გავაგრძელებ განათლების სამინისტროში მუშაობას", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.