logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: მივმართავ სასამართლოს, შეახსენოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით
- +

29 ნოემბერი. 2021. 14:26

 

 

პროკურორი ჯარჯი წიკლაური მიმართავს სასამართლოს, „შეახსენოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით“.

 

მისი თქმით, არც ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საკითხზე.

 

„20 წუთია ვისმენთ და ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ 7 ნოემბრის საქმეზე და იქნებ სასამართლომ შეახსენოს, რომ ბატონი მიხეილი პრეზიდენტის სტატუსით არ გამოდის, ბრალდებულის სტატუსი აქვს და საპროცესო ნორმები დავიცვათ. პროცესს დავუბრუნდეთ სასამართლო განხილვის ან გონივრული დრო, მე მგონი 20 წუთი გონივრული დრო იყო მიმართვის. რამდენი ხანი შეიძლება ვუსმინოთ აბსოლუტურად სხვა გარემოებებზე სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული განცხადება. ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საკითხზე“, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner