logo_geo
eng_logo
საკანონმდებლო ცვლილებები, სათამაშო ბიზნესზე ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას ემსახურება
- +

29 ნოემბერი. 2021. 14:40

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტით, რომლითაც სათამაშო ბიზნესის ადმინისტრირება გაუმჯობესდება და მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზი გასწორდება.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, ზუსტდება აზარტული ანდა მომგებიანი თამაშების მიწოდების დეფინიცია და თამაშების მიმწოდებელი პირის ცნება. ცვლილებით ფართოვდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და კონტროლის მექანიზმების ეფექტურ შემუშავებასა და აღსრულებას.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სათამაშო სექტორის საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, პრაქტიკაში გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრას, ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner