ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ელოდებიან. მინისტრი ინვესტიციებს ელოდება კერძო სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის სფეროში, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობაში.
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რევოლუციური, ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება, ეს არის ანაკლიის პორტი.
გარდა ამისა, სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ახლახან დასრულდა დონორთა კონფერენციები, რომელზეც გადაწყდა, რომ დაიწყება ხაშური-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა. დღეს საღამოს ხელი მოეწერება იაპონელებთან ერთად ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას. ასე რომ, სერიოზული, ხელშესახები გეგმებია, რომელთა განხორციელება უდავოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.