logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ველოდებით
- +

7 მარტი. 2016. 14:04


ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ელოდებიან. მინისტრი ინვესტიციებს ელოდება კერძო სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის სფეროში, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობაში.



შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რევოლუციური, ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება, ეს არის ანაკლიის პორტი.
გარდა ამისა, სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ახლახან დასრულდა დონორთა კონფერენციები, რომელზეც გადაწყდა, რომ დაიწყება ხაშური-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა. დღეს საღამოს ხელი მოეწერება იაპონელებთან ერთად ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას. ასე რომ, სერიოზული, ხელშესახები გეგმებია, რომელთა განხორციელება უდაოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner