logo_geo
eng_logo
შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე კორონავირუსის საშვის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს
- +

29 ნოემბერი. 2021. 15:05

 

 

შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე კორონავირუსის საშვის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია France 24 ავრცელებს.

 

შესაბამისი კანონი სამართლებრივ საფუძველს ითვალისწინებს ე.წ. Covid-სერტიფიკატისთვის, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი აცრილია ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია.

 

ოპონენტები აცხადებენ, რომ სერტიფიკატი, რომელიც სექტემბრიდან მოქმედებს და რესტორნებსა და სხვა დახურულ სივრცეებზე, მათ შორის აქტივობებზე წვდომას უზრუნველყოფს, აპარტეიდის სისტემას ქმნის.

 

რეფერენდუმის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 62%-მა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა სექტემბერში შემოღებული კორონავირუსის საშვები ძალაში.

 

რეფერენდუმი კორონავირუსის საშვების მოწინააღმდეგეების მიერ წარდგენილი პეტიციის საფუძველზე ჩატარდა, რომელსაც ხელი 187 000 მოქალაქემ მოაწერა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner