logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: არცერთი წუთით, არცერთი წამით, თავის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მიმართ სინანული და მონანიება...
- +

29 ნოემბერი. 2021. 15:07

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება საქალაქო სასამართლო დარბაზში მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის პროცესს, სადაც მიმდინარეობს მისი სიტყვით გამოსვლა როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, რაც არ უნდა ისაუბროს სააკაშვილმა, რა დანაშაულებიც მან ჩაიდინა, შედეგი არ იცვლება

 

„რაც არ უნდა სიცრუე ილაპარაკოს საკუთარი თავის გამართლების მიმართ ამ განუბაჟებელმა, შედეგი ერთია - დაკარგული ტერიტორიები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი ქართული მოსახლეობა, ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ციხეებში წამებები, საპატიმროებში, ქუჩაში, ოჯახებში ჩახოცილი ადამიანები! ეს სუბიექტი არის შემქმნელი იმ სისტემისა, რომელმაც გაანადგურა და იავარქმნა საქართველო! შედეგები სახეზეა! არცერთი წუთით, არცერთი წამით, თავის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მიმართ სინანული და მონანიება! ტყუილებისა და სიცრუის კასკადის დიდოსტატი! ამიტომაც ეს სუბიექტი ზარიდან ზარამდე" უნდა იჯდეს ც ი ხ ე შ ი!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრება. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner