logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ბოდიშს ვუხდი ყველას!
- +

29 ნოემბერი. 2021. 15:18

 

 

სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს. ექს-პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა:

 

”ამავე დროს, როცა მე ვყვები ჩვენს წარმატებებზე, მქონდა თუ არა მე შეცდომები? საკმარისზე მეტი, ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ, პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე კარგად მახსოვს ჩემი საუბრები ნიკა რურუასთან 2011 წელს, როცა ის მეუბნებოდა, რომ სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და დამარცხდება, ჩათვალე, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია. ნიკა დღეს აღარ არის ცოცხალი, მაგრამ გეგონება, ყველაფერი ზუსტად გამოიცნო. რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომისთვის, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ, ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ. მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია, დანაშაული კი მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, მინდა ყველა ქართველმა ეს იცოდეს, საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, იმიტომ, რომ დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner