logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელიც არამც თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შეეფერება, არამედ წვრილმანი ბაცაცასთვისაც დამამცირებელია
- +

29 ნოემბერი. 2021. 15:48

 

 

 

„იტყვიან, რომ ეს იყო ისტორიული სიტყვა. შეეცდებიან შეადარონ დიდ ადამიანებს, მაგრამ ადვილად ჩანს, რომ ეს შეფასებებიც ყალბია. საქმე კი, რომელსაც სიცრუე და სიყალბე უდევს სათავეში, ვერასდროს გაიმარჯვებს“, - ასე აფასებს ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას.

 

როგორც გაბრიჭიძე წერს, ეს გამოსვლა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის დამამცირებელი იყო.

 

„სხვადასხვა წყაროებში წამიკითხავს ბევრი ადამიანის მიერ სასამართლოზე გაკეთებული განცხადება, თუ სიტყვა რომლებიც ისტორიაში შევიდა და რომლებსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს არამც თუ იმ ადამიანის დახასიათებისთვის, არამედ ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალებასაც იძლევა. ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. გამოსვლას, რომელიც არამც თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შეეფერება, არამედ წვრილმანი ბაცაცასთვისაც დამამცირებელია. მცდელობა საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც აღმშენებელი, გმირი, ჭკვიანი და დაუღალავი მებრძოლი, კრახით დამთავრდა. დამთავრდა არა იმიტომ, რომ სიტყვათა მარაგი ჰქონდა მწირი, ან რაიმე სხვა პირობები უშლიდა ხელს, არამედ იმიტომ, რომ ცრუობდა. სრული სიყალბე ისმოდა აბსოლუტურად ყველა ფრაზაში. ისეთი სიყალბე, რომლის თავადაც არ სჯერა.

 

„თქვენ იცით, მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება. საბჭოში შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი. უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, „იფსოსის“ გამოკითხვით - ვის ნახვას ისურვებდით უკრაინის პრემიერ-მინისტრად - პირველ ადგილზე ვარ. მეტიც, მინიმუმ ორჯერ მაქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე უარი ნათქვამი პრეზიდენტ პოროშენკოს დროს. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც. გადაწყვეტილების მისაღებად, რა უნდა მექნა დამჭირდა 2-3 წუთი. 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკური არმია თბილისში შემოვიდა, საქართველოს მთავრობა ჯერ წავიდა ბათუმში, შემდეგ სტამბოლში და ბოლოს საფრანგეთში. მე ვიცი, რომ 10-20-30 წლის შემდეგაც უკვე ბებრები ისხდნენ და ლევილის მამულში არჩევდნენ ამ ძველ ამბებს იმ საქართველოზე, რომელსაც ვერ ნახავდნენ თავის ცხოვრებაში. მე ვიფიქრე, რომ არასდროს ჩემს თავს ამ სიტუაციაში არ ჩავიყენებდი. თბილისის დატოვება ჩემ მიერ ნიშნავდა თბილისში რუსული ჯარების შემოსვლას და თბილისში რუსეთის დროშის აფრიალებას, ეს იყო ამ ულტიმატუმის შინაარსი. უკრაინულად მიმართვა. გირგვლიანის საქმეზე ცინიზმი. და უამრავი სხვა ყალბი და არაფრისმთქმელი ფრაზა. ცხადია გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მის ამ გამოსვლას შეაფასებენ როგორც „რეზონულსა და მონუმენტურს“.

 

იტყვიან, რომ ეს იყო ისტორიული სიტყვა. შეეცდებიან შეადარონ დიდ ადამიანებს, მაგრამ ადვილად ჩანს, რომ ეს შეფასებებიც ყალბია. საქმე კი, რომელსაც სიცრუე და სიყალბე უდევს სათავეში ვერასდროს გაიმარჯვებს“, - წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner