logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე: ეს იყო ნულოვანი სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა - 3000-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში, თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს, ეს ქვეყანა მან შექმნა
- +

29 ნოემბერი. 2021. 15:49

 

 

 

„ეს იყო ნულოვანი სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა. ის საერთოდ არ არ ნანობს არაფერს, რაც გააკეთა და რისთვისაც მსჯავრდებული და ბრალდებულია. პირიქით, უკვე ყავლგასულად და საერთოდ უსაფუძვლოდ, ყველას უმტკიცებს, რომ ისაა საქართველოს დამფუძნებელი მამა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში დღეს წარმოთქმულ სიტყვაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ექსპრეზიდენტს საქართველოს მიმართ.

 

„3000-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში, თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს, მან შექმნა ეს ქვეყანა. ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომ ისაა უკრაინის მოქალაქე და სასამართლო პროცესზე თარჯიმნით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ეს ზუსტად აჩვენებს მისა დამოკიდებულებას ამ ქვეყნის მიმართ. ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს სანდრო გირგვლიანთან და პიარიაო“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner