„საზოგადოებამ სასამართლოს დარბაზიდან სააკაშვილის მიმართვას მოუსმინა. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ დღეს ჩვენ შემდგარი სახელმწიფო ვიხილეთ, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, ყველას აქვს თავის დაცვის, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენის შესაძლებლობა! აღნიშნული, მიშას დროინდელ და დღევანდელ საქართველოს შორის ერთ ერთი მთავარი განსხვავებაა. წარსულში უამრავი შემთხვევა იყო როდესაც ბრალდებულს უბრალოდ თვის დაცვის შესაძლებლობა არ ეძლეოდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას.
„რაც შეეხება სააკაშვილის სიტყვას, მიუხედავად მოლოდინისა, (რომელიც ოპოზიციამ შექმნა) რომ სააკაშვილს ისტორიული, ეპოქალური გამოსვლა ექნებოდა, საზოგადოებამ თვითმარქვია, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანის გამოსვლა იხილა, რომელიც სიცრუით და ღვარძლით იყო სავსე. სააკაშვილის სიტყვაში სინანულისთვის და სიმართლისთვის ადგილი არ დარჩა, რაც სამწუხაროა, რადგან როგორც ჩანს, სააკაშვილმა, მის მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი დანაშაული დღემდე ვერ გაითავისა. სააკაშვილის სიტყვის დეტალურად განხილვაზე დროს არ დავკარგავ, მხოლოდ რამდენიმე აქცენტს გამოვყოფ.
ტყუილი თქვა ეკონომიკაზე საუბრის დროს, ტყუილი თქვა ბათუმთან დაკავშირებით, ტყუილი თქვა მის უკრაინულ ყოფასთან დაკავშირებით, ტყუილი თქვა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ტყუილი თქვა 7 ნოემბერთან დაკავშირებით და ა.შ. ტყუილზე მეტი დანაშაულია რაც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით თქვა: „გირგვლიანის საქმე არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის“. გირგვლიანის საქმე რომ არსებობს, ეს არა მხოლოდ ქართულმა სასამართლომ, არამედ სტრასბურგმა დაადასტურა. მაქვს მოლოდინი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და სააკაშვილი პასუხს მის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულისთვის აგებს!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.