logo_geo
eng_logo
ჯანმოს დირექტორი: „ომიკრონი“ შტამის გაჩენა იმის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ კორონავირუსი არ დასრულებულა - რთულად მოპოვებული მიღწევები თვალის დახამხამებაში შეიძლება გაქრეს
- +

29 ნოემბერი. 2021. 16:29

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გაჩენა იმის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ კორონავირუსი არ დასრულებულა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ COVID19 დავასრულეთ, „ომიკრონის“ გაჩენის ფაქტი იმის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ კორონავირუსი არ დასრულებულა. პანიკისა და უგულებელყოფის ციკლს გავდივართ. რთულად მოპოვებული მიღწევები თვალის დახამხამებაში შეიძლება გაქრეს“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner