logo_geo
eng_logo
ნათია თოიძე: კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ!
- +

29 ნოემბერი. 2021. 16:32

 

 

ჟურნალისტი ნათია თოიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

 

მიხეილ სააკაშვილი - "სახელმწიფო არხი, სუს-რომელსაც დაჭრის მერე, უკაცრავად, არ ვენდობი. ჩემს ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, თუ არ გესმით".

 

ბატონო უკრაინის მოქალაქევ! საქართველოს პირველი არხი, რომლის პირდაპირ ეთერშიც ახლა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, დიახ, ემსახურება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. თქვენი სიტყვა პირდაპირ ეთერში  გადაიცემა იმ სასამართლოს შენობიდან, რომელშიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთ ჟურნალისტს ფეხი არ დაუდგამს, გადაღებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ალბათ არავინ გაგაგებინათ, და ჩემგან იცოდეთ - უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკოსებმა, დაკარგეს პირველი  არხი. პირველ არხზე, უკვე ბევრი წელია, "დოკუმენტურ ფილმებს"  და სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-მაღალჩინოსნები, ე.წ. ვიორსტკებს  აღარ და ვეღარ წერენ თქვენი თანაგუნდელები (სხვათა შორის ვერც სხვისი).  კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ. ბოდიში მოუხადეთ ირაკლი გედენიძეს, თქვენს ყოფილ ფოტოგრაფს და ახლა პირველი არხის ფოტორეპორტიორს, რომელიც 26 მაისის ფოტოების გადაღების და გავრცელების გამო, მეუღლესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეთ, ახლა კი თქვენს წინ დგას და მსჯავრდებული სააკაშვილის ფოტოებს იღებს, რათა ისევ მთელ მსოფლიოს აჩვენოს.....- წერს ნათია თოიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner