გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მშობლიურ სოფელ სასირეთში მისივე სახელობის სკვერის მშენებლობა გრძელდება.
პროექტით დაგეგმილი სამუშაოებიდან სკვერი შემოიღობა დეკორატიული ღობით და მოეწყო ბორდიურები.
აღნიშნულ სკვერში განთავსებულია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი და დამონტაჟდა გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორებიც.
„სკვერის დასრულების შემდეგ სოფელი ერთ სივრცეში ისარგებლებს ტრენაჟორებით და კეტილმოწყობილი სკვერით, ხოლო სკვერში მოწყობილი გასართობი საშუალებებით ბავშვები“, - აღნიშნა ვაჟა ჭაღიაშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა