logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება” არის გამაერთიანებელი ძალა
- +

31 ივლისი. 2016. 18:13



პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შიდა-ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხა.


„ქართული ოცნება" არის გამაერთიანებელი ძალა, ის მიზიდულობის ცენტრი, სადაც ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი უნდა, ერთად უნდა დადგეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქალაქ გორის  მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" იოსებ მაკრახიძე წარადგინა.


„ იოსებ მაკრახიძე იყო გორის საგზაო სამმართველოს უფროსი. მან კარგად იცის რა სჭირდება ქალაქს და მე დარწმუნებული ვარ, რომ გორი მას ნდობას გამოუცხადებს", - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერ-მინისტრმა გორის რაიონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი  თენგიზ ხუბულური დასახელა.


„თენგის ხუბულურმა არაერთხელ გაახარა  ქართველი ხალხი საკუთარი გამარჯვევებით და ახლა, კიდევ ერთხელ გაახარებს ჩვენს ქვეყანას იმ გამარჯვებებით, რომელიც ძირეულად შეცვლის რეგიონში სიტუაციას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატად  ვალერი გელაშვილი დაასახელა.


„ვალერი გელაშვილი   თავისი კუთხის პატრიოტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ყურადღებას არ მოაკლებს ხაშურს და ხაშურელებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ქარელში მაჟორიტარობის კანდიდატად პრემიერმა  გიორგი თოთლაძე წარადგინა.


„გიორგი თოთლაძემ  სერიოზული გამოცდილება შეიძინა გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას. ის გახლავთ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  და მჯერა, რომ ის წარმატებული ადამიანი იქნება საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.


კასპში მაჟორიტარობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი მეზურნიშვილი დაასახელა.


„ის  ეკონომიკის მეცნიერებათა დაოქტორია და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი. ირაკლი მეზურნიშვილი  პოლიტიკაში ახლა შემოდის და დარწმუნებული ვარ, რომ  თავის ცოდნას და გამოცდილებას კასპელებს არ მოაკლებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner