საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში, განსასჯელის სკამზე!
ეს მართლაც ისტორიული ფაქტია და სასამართლოზე სააკაშვილის გამოსვლაც ისტორიულად უნდა შეფასდეს: საქართველოს ისტორიაში პირველად განსასჯელის სკამზე დევს პატიმარი ექსპრეზიდენტი - მოძალადე და კორუმპირებული ავაზაკი, უდანაშაულო ადამიანების სისხლში ამოსვრილი პოლიტიკური გვამი!
ამიერიდან ის უკვე აღარ არის საინტერესო, თუ "დასხივებით" სასწაული არ მოხდა და არ გამოჯანმრთელდა!
სიმბოლურია, რომ ამ ფოტოს ავტორი ირაკლი გედენიძეა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი იყო და ჯაშუშობის ცრუ ბრალდებით დააპატიმრა!რეალურად კი ირაკლიც, მისი მეუღლეც, ნათია გედენიძეც, და კიდევ ორი ფოტოგრაფი - გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე - დააპატიმრა 2011 წლის 26 მაისის სასტიკი დარბევის ამსახველი ფოტოების გავრცელებისთვის! ზუსტად სამი წლის წინ სააპელაციო სასამართლომ ე. წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა!
დღეს ირაკლი პირველი არხის ფოტორეპორტიორია და თავის საქმეს ემსახურება, სისხლის სამართლის ორ საქმეზე მსჯავრდებული სააკაშვილი კი განსასჯელის სკამზე ზის არა გამოგონილი და ცრუ ბრალდებით, არამედ მრავალწლიანი დეტალური გამოძიებით დამაგრებული ბრალით!
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიმართ მსჯავრდებულ და განსასჯელ სააკაშვილის რეპლიკას, ამ დროში გაჭედილ და სივრცეში დაკარგულ სუბიექტს ვერაფერს ვეტყვი, რადგან მას ვერც კი წარმოუდგენია, რომ შესაძლებელია, ტელევიზია და რადიო საზოგადოებას ემსახურებოდეს და არა ერთი მანიაკის და მისი თანამზრახველების პოლიტიკურ დღის წესრიგს და პათოლოგიურ ახირებებს! ამიტომ, მისთვის რამის ახსნას აზრი არ აქვს, - მაინც ვერ გაიგებს!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.