ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
„ვუსმინე პატიმარ მიხას!
რა გითხრათ, რით გაგახაროთ? როგორც დეპუტატი მაჭუტაძე იტყოდა, მის წინადადებებში რეზონი არის, მაგრამ აკლია მონუმენტურობა, არა მხოლოდ არტიკულაციაში, არამედ აღქმაშიც.
პატიმარმა მიხამ ვერა და ვერ გაიგო, რომ ახლა მთავარია არა ზედაპირული გაგება, ალღოს აღება და გადაცემა, არამედ მთავარი სათქმელის გავრცელება.
რაც შეეხება ხმის ტემბრს, გამომეტყველებას, ჟესტიკულაციას, აზროვნებას, პლასტიკას - ფაქტობრივად ეს ის მიხა აღარ არი, აქ ჩამოსვლამდე რომ იყო, ნირი აქვს წამხდარი.
მისი დავთრები ბუნდოვანი და არეულია. მართალია, ის ცდილობს, წინა პლანზე წამოსწიოს მის მიერ შექმნილი რენესანსული ეპოქა, მაგრამ არ გამოსდის. თუ გამოსდის, იმდენად ცუდად, იმდენად არადამაჯერებლად, რომ ეფექტი ჩინური ჩითივით არის გახუნებული. ასევე, დაკარგულია არისტოკრატიზმი.
მიხას შემთხვევაში საქმე გვაქვს მანიერიზმთან - ყველა დეტალი, ყველა წვრილმანი სრულ შეუსაბამობაშია.
ეჰ, მინდოდა, უფრო გასაგებად დამეწერა, მაგრამ აბა, როგორ, რანაირად?
არა, რა იყო ესა, რამდენი იბოდიალა?“ - წერს გელა ზედელაშვილი.