logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: უამრავჯერ დაამტკიცა სააკაშვილმა, რომ პატივს არ სცემს ხალხს, კონსტიტუციას და სახელმწიფოს!
- +

29 ნოემბერი. 2021. 18:29

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

კიდევ ერთხელ:

 

  1. ჯარს, სასჯელაღსრულების სპეცრაზმს და შსს-მთელ რესურსს, უმაღლესი მთავარსარდლის გარეშე ვერავინ გამოიყვანდა. აქსიომაა.

 

  1. დაირღვა კომსტიტუცია და კანონი თავდაცვის შესახებ. უკანონო ბრძანების გაცემა აღიარებულია წინა სხდომებზე. ბრძანების შემსრულებელსაც უკანონო ბრძანების შესრულებაზე უარი უნდა ეთქვა. ჯარის გამოყენება მოსახლეობის წინააღმდეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული. ახლა არ ავხსნი. ვრცელი თემაა.

 

  1. თუ დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი, რატომ გადადგა?

 

  1. გადადგომა ათავისუფლებს ადამიანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან? მაშინ ნებისმიერი კანონდამრღვევი გადადგება თანმდებობიდან?! ცალკე თემაა ის, რომ ბოდიშსაც არ იხდის.

 

  1. ახლა რომ იგიჟებთ თავს, პროცესს უნდა დაესწროსო, ვინ უშლიდა უკრაინიდან მიეღო პროცესებში მონაწილეობა და, როგორც ახლა ამბობენ, მიემართა მოსახლეობისთვის.

 

  1. უამრავჯერ დაამტკიცა სააკაშვილმა, რომ პატივს არ სცემს ხალხს, კონსტიტუციას და სახელმწიფოს. 7 ნოემბრის საქმე, ომის წინ თავდაცვის ბიუჯეტის ყვლეფა და უამრავი სხვა დანაშაული, ბოლოს კანონის დარღვევით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და სხვა ქვეყნის საშუალო რანგის ჩინოსნობა, ზემოთ ნათქვამის მკაფიო დადასტურებაა. ესეც ვცელი თემაა.

 

  1. ვინც ამ ყველაფრის გამართლებას ცდილობს, ამ დანაშაულების თანამონაწილეა. ცალკე ბოდვაა, თითქოს სახელმწიფო, ან მისი ინსტიტუტები შექმნა. ერთ-ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს, თავდაცვის ძალებს, 7 ნოემბერს, უმძიმესი ინსტიტუციონალური და მორალური დარტყმა მიაყენა.

 

  1. ამიტომ, ვინც დღეს რაღაც პროტესტს გამართავთ, გაიაზრეთ რაც აქ დავწერე. არასდროს გექნებათ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის თანაგრძნობა”, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner