logo_geo
eng_logo
დავით ბახტაძემ: გალაკტიონის და ხეივნის ქუჩებზე ახალი წყალსაწრეტი არხი მოსახლეობას დატბორვისგან დაიცავს
- +

29 ნოემბერი. 2021. 18:33

 

„კომპანია ,,ჯორჯიან ბილდინგი” სამტრედიაში გალაკტიონისა და ხეივნის ქუჩის გადაკვეთაზე, გზის ასფალტ-ბეტონის მოპირკეთებისთვის დასკვნით სამუშაოებს ასრულებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად, პროცესი ადგილზე დაათვალიერა და კომპანიის თანამშრომლებს გაესაუბრა.

 

,,სამტრედიაში ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი გეგმის მიხედვით ხორციელდება. ვფიქრობთ, თითოეული მაგანი დროულად დასრულდება. ამ ქუჩის მოწესრიგებით აქაურებს დატბორვისგანაც დავიცავთ, ” – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

 

ცნობისთვის, კილომეტრამდე ასფალტ- ბეტონის გზის საფარის დაგების პარალელურად განხორციელდა ახალი წყალსაწრეტი არხის მოწყობა, რომელიც მოსახლეობას უხვი ნალექის დროს დატბორვისგან დაიცავს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner