logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მიხეილ სააკაშვილი თვითაღიარების დიდოსტატია, დღეს განაჩენი გამოუტანა თავის თავს
- +

29 ნოემბერი. 2021. 18:37

 

„მიხეილ სააკაშვილი თვითაღიარების დიდოსტატია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის თავის დანაშაულებზე პირდაპირ ლაპარაკობს. ვფიქრობ დღეს განაჩენი გამოუტანა თავის თავს,“ - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საკმარისია გაანალიზო ის, რაც სააკაშვილმა სასამართლოზე ისაუბრა და მიხვდები, რომ სასამართლოს გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, რადგან ყველაფერი ითქვა.

 

„ყველაფერი დადასტურდა ის, რაც წლების განმავლობაში ქართული საზოგადოებისა და მსოფლიოსთვის ნათელი იყო, გარდა იმ ცალკეული „მოღვაწეებისა“, ვინც თავგამოდებით იცავს ამ სისხლიან რეჟიმს და მის ლიდერს, როგორც საქართველოში, სამწუხაროდ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებიც არიან. ვფიქრობ, დღეს ყველაფერი გაირკვა. როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი, პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ტელევიზორში ვუყურებდიო, როგორ სასტიკად უსწორდებოდა საკუთარ მოსახლეობას გაშმაგებული, გონებადაბნელებული ბრბო, რომელსაც მაშინ მერაბიშვილის პოლიცია ერქვა. როდესაც მან დაინახა ჯარი რუსთაველზე, თბილისის ცენტრში და ამ ჯარის გენერალური შტაბის უფროსი, გოგავა და გააგრძელა ტელევიზორში ამის ყურება, ეს უკვე თანამონაწილეობასა და ამ დანაშაულს ადასტურებს. მან დაადასტურა 7 ნოემბერს მისი და მთელი მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული. მეორე, რაც ძალიან საინტერესო იყო, მან დაადასტურა, რომ ლუკაშენკოს მეშვეობით და პუტინის დავალებით ებრძოდა და დევნიდა ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც მაშინ რუსეთშიც იყო დევნილი და იძულებული იყო, რომ საზღვარგარეთ ეცხოვრა. დღეს მან დაადასტურა ეს, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, სხვებს აბრალებს ამას, მაგრამ როგორც წესი, ლაპარაკობს საკუთარ დანაშაულზე. მესამე, მან დაადასტურა თავისი როლი საქართველოს ოკუპაციაში. თქვა, მე რომ დავრჩი თბილისში, რუსული ჯარი თბილისში იმიტომ, აღარ შემოვიდაო. ეს სამივე დასტური მისი პირიდან საკმარისია იმისთვის, რომ ბრალდება, რომელიც პროკურატურის მიერ იყო წარდგენილი, დადასტურებული იყოს სასამართლოს მიერ. ვფიქრობ, დანარჩენი პროცედურული ნაწილი იქნება, თორემ ყველაფერი, რაც ქართულ საზოგადოებას აინტერესებდა, დადასტურებულია“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner