logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის განცხადება, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე პიარია, არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა
- +

29 ნოემბერი. 2021. 18:47

 

 

„სააკაშვილის განცხადება არის ცინიზმი, შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების, ყველა ჩვენგანისა და იმ ადამიანების, ვინც დღეს ქუჩაში ბობღავდა და მიშა, მიშას ყვიროდა“,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეს უკვე სამედიცინო დიაგნოზის საკითხია. სააკაშვილის თვალებში თუ ჩაიხედავდით, იქ კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშია ეს ადამიანი. ექიმებმაც დაადასტურეს, რომ არ არის კარგად. ეს მე ზურაბ ჟვანიას კაბინეტში ყოფნიდან ვიცოდი, რომ მთლად დალაგებული არ არის. ახლა იმდენად ღრმა ფაზაშია შესული ეს, რომ რასაც მისი ექიმები ლაპარაკობენ, მე არ მინდა, რომ ვინმემ დამაბრალოს მიკერძოება, ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ, დადასტურდა. ნათლად ჩანდა, რომ ეს კაცი არ არის მაინც და მაინც დალაგებულ ჭკუაზე. ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და ეს პიარია, ის არ არის ამ ქვეყნად. ისე, კი არის სხვა ქვეყნის წარმომადგენელი და შეიძლება იმდენად იცვალა წარმომავლობა, იმდენად გაუკრაინელდა, რომ უკვე საქართველო საერთოდ აღარ ახსოვს და არც ის, თუ რეები აქვს ჩადენილი. თუმცა, მთელი დანარჩენი მისი გამოსვლა ადასტურებს იმას, რომ ძალიან კარგად ახსოვს და ძალიან კარგად იცის, რა აქვს ჩადენილი. ეს არის ცინიზმი, შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების, ყველა ჩვენგანის და იმ ადამიანებისაც, ვინც დღეს იქ ისტერიკაში ბობღავდა ქუჩაში და მიშა, მიშას ყვიროდა. თუ ღმერთი გაუნათებთ გონებას და მიხვდებიან, რომ როდესღაც ეს უბედურება უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner