logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენ ყველას გვაქვს საერთო ოცნება - ვიცხოვროთ მშვიდობიან, ბარაქიან და ძლიერ ქვეყანაში
- +

31 ივლისი. 2016. 18:20



ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გორში, „ქართული ოცნების" მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ მისთვის უდიდესი ტკივილია შინდისის გმირების გახსენება. როგორც კალაძემ აღნიშნა,  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი სიცოცხლე იყოს ბოლო მსხვერპლი, გაღებული ჩვენი სამშობლოსთვის.




 

„რამდენიმე დღეში ჩვენ ერთხელ კიდევ გავიხსენებთ 8 აგვისტოს, დღეს, როცა მთელს საქართველოში, განსაკუთრებით გორში ბევრი სისხლი და ცრემლი დაიღვარა.

 

დღემდე ვერ მოგვიშუშებია  ჭრილობა, დღემდე კაწრავს გულს ჩვენს მიწა-წყალზე,  ჩვენს ბაღებზე ოკუპანტის მიერ გაჭიმული მავთულ-ხლართები. ამ ხელოვნური საზღვრის მიღმაც საქართველოა, იქაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.

 

 ჩემთვის უდიდესი ტკივილია შინდისის გმირების, ანწუხელიძის გახსენება. თითოეული დეტალი მათი გმირობის და თავდადების მუდამ მემახსოვრება, შვილებსაც მოვუყვები და  ქვეყანამ სამუდამო  სანთლებად უნდა დაინთოს მათი სახელები! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი სიცოცხლე იყოს ბოლო მსხვერპლი, გაღებული ჩვენი სამშობლოსთვის.

 

ჩვენ ყველას, ვინც ოდითგანვე ამ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით, გვქოდა და გვაქვს ერთი  საერთო ოცნება -  ვიცხოვროთ მშვიდობიან, ბარაქიან და ძლიერ ქვეყანაში,  სადაც ყველა იქნება თავისუფალი და ლაღი, სადაც ყველა ერთად ვიმუშავებთ საერთო ნათელი მომავლისთვის! ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების განვითარებაზე", - განაცხადა კახი კალაძემ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner