ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:
„1998 წელს შევარდნაძის სადამსჯელო რაზმმა სასტიკად დაარბია მრგვალი მაგიდის მიტინგი, რის შედეგადაც დაიღუპა მომიტინგე ნუგზარ ლეჟავა... მაშინდელ მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი იცავს რეჟიმს და სადამსჯელო "ომონს" უწონებს საქციელს, ამის პარალელურად კი ხელს უწყობს "კმარას" და მის აქციებს. მიზანი ერთი იყო - შევარდნაძეს ბოლომდე უნდა გაენადგურებინა ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო ტალღა, ამის პარალელურად "კმარას" აქციებით ხელისუფლებში მოეყვანათ სააკაშვილი! ასეც მოხდა და ეს აწყობდა სააკაშვილს, რომელიც დღეს ბედავს და საქართველოს პირველ პრეზიდენტს ახსენებს და თავს უტოლებს!
არა და არა! ცრუ გმირებს ვერ მივიღებთ!!!“.