logo_geo
eng_logo
მაკა სახურია სააკაშვილზე: მისი დაუსრულებელი ტყუილებით, ავანტიურიზმით, შიზოფრენიით როდემდე უნდა ბოლდებოდეთ, ხალხო?
- +

29 ნოემბერი. 2021. 19:50

 

„მიხეილ სააკაშვილი დღეს როგორც გამოიყურება სასამართლო პროცესზე, ვინმეს სჯერა, რომ ეს 50 დღის ნაშიმშილარი კაცია?“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფილოლოგიის დოქტორი მაკა სახურია სასამართლო პროცესსზე ექსპრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას.

 

„2000 წლის თებერვალში შევარდნაძის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შიმშილობა დაიწყეს ზვიადისტებმა. ორგანიზატორებს შორის იყო ჩემი მეუღლე, ბიძინა გუჯაბიძე. მასობრივი შიმშილობები 20 აპრილს პოლიტპატიმართა გათავისუფლებით დასრულდა. ორთვიანი შიმშილობის შედეგად ბიძინას მდგომარეობა ასეთი იყო: 98 კილოგრამიდან 58 კილოგრამზე ჩამოვიდა და რეაბილიტაციისთვის თვეები დასჭირდა. ასევე 2007 წელს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ პარლამენტის წევრთა 17-დღიანი შიმშილობის დროს 17 კილოგრამი დაიკლო და ორგანიზმი განადგურებული იყო. კვირების მანძილზე ფაფებისა და პიურეების ჭამაც კი არ შეეძლო. მიხეილ სააკაშვილი დღეს როგორც გამოიყურება სასამართლო პროცესზე, ვინმეს სჯერა, რომ ეს 50 დღის ნაშიმშილარი კაცია? მისი დაუსრულებელი ტყუილებით, ავანტიურიზმით, შიზოფრენიით როდემდე უნდა ბოლდებოდეთ, ხალხო? არ მინდა ამ ენაზე საუბარი, მაგრამ გაოგნებას ვეღარ ვფარავ. როდემდე უნდა ვიყოთ ამ კაცის აშლილი ჭკუის თამაშზე აწყობილები მთელი ქვეყანა? არ დაიღალეთ? დაივიწყეთ ეს კაცი, დაივიწყეთ! სირცხვილია, რომ ლიდერად გყავდეთ ასეთი ავანტიურისტი, მიუხედავად იმისა, აქვს წარსულში ნაკეთები რამე კარგი თუ არა. დეგრადირებულია უკვე. კაცად აღარ ვარგა და პოლიტიკურ ლიდერად რანაირად წარმოგიდგენიათ?“, - წერს სახურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner