logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს აღარ არის ნაპრალი საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის
- +

31 ივლისი. 2016. 18:38

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს შიდა ქართლის „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას მოსახლეობას სიტყვით მიმართა. პრემიერის თქმით, დღეს აღარ არსებობს ნაპრალი საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის და აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ ერთიანობით იქნება შესაძლებელი ყველა პრობლემის გადაწყვეტა.

 

 

 

„ამ ოთხმა წელმა მოგვცა იმის საშუალება, რომ შევქმნათ ქვეყნის საფუძველი, იმისთვის, რომ დაიწყოს ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც კონკრეტულ შედეგებს, ახალ სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას მოუტანს თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ თქვენს ოჯახს. საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუტურა, მმართველობის ეფექტიანი სისტემა - ეს არის ის, რაც დღეს ადამიანების ცხოვრებას მაქსიმალურად შეცვლის უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, არცერთ ჩვენგანს არ აქვს თვითკმაყოფილების გრძნობა. ძალიან კარგად ვხედავთ, რამხელა განსხვავებაა ცხოვრების დონეებს შორის ჩვენს დედაქალაქში და ჩვენს რეგიონებში. მაგრამ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია თავის მოსახლეობასთან. დღეს აღარ არის ნაპრალი საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ და მხოლოდ ერთად დგომით და გაერთიანებით შევძლებთ ყველა ჩვენთაგანის პრობლემის გადაწყვეტას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner