logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ადრე მეგონა, რომ სააკაშვილს "ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს" მის კმაყოფაზე მყოფნი ეძახდნენ - დღეს გავარკვიე, რომ ეს ტიტული თავად დაირქვა...
- +

29 ნოემბერი. 2021. 21:13

 

„ადრე მეგონა, რომ სააკაშვილს "ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს"  მის კმაყოფაზე მყოფნი და კარგი ცხოვრების ნოსტალგიით შეპრყობილნი ეძახდნენ, ასევე მლიქვნელები, ფანატიკოსები და "მიშამ შემამჩნიოს" სტილის პერსონაჟები. ასეთები ხომ სექტაში საკმაოდ ჰყავთ. დღეს გავარკვიე, რომ ეს ტიტული თავად დაირქვა, ამაყად გამოაცხადა, რომ "ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი" ვარო“ , - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„არ ვიცი რა ვთქვა! სიტყვები ვერ მოვძებნე! წიგნების კარადიდან ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიის" ტომეულები "მიმზერენ" - ყველაზე თვალსაჩინო ადგილას განვათავსე, რომ ადვილად მივუდგე.  ზეპირად არ ვიცი, მაგრამ მათთან ხშირად ვურთიერთობ ხოლმე. დღეს კი ჩემსა და ხსენებულ წიგნებს შორის უხერხულობა ჩამოვარდა.

P.S. ამ პოსტს ის ვიდეო მოუხდება:  დაბნეული ახალგაზრდა ირანელი რომ ჩვენს ექიმებს უკან კლინიკაში შეჰყავთ. ვერ ვიპოვე“, - წერს გოგავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner