logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: რაც მათ ჩაიდინეს 7 ნოემბერს პატარკაციშვილის პიროვნების, მისი ოჯახის საკუთრების და პირადად მისი კუთვნილი კომპანიების მიმართ, არანაირი გამართლება არა აქვს
- +

29 ნოემბერი. 2021. 21:30

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„... არანაირი პირადი ნაცნობობა, არანაირი სიმპათია არ მქონია ბადრი პატარკაციშვილის მიმართ არასოდეს; საერთოდ არ ვიცნობდი მას და არასდროს პირადად არ შევხვედრივარ;

საერთოდაც ვთვლი, რომ მისი "მოღვაწეობა" ქართულ საზოგადოებასა და ბიზნეს- თუ პოლიტიკურ წრეებში, დაწყებული 1998 წლიდან ნეგატიური შინაარსის და ასეთივე შედეგების მომტანი იყო...

მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისადმი ჩემი პირადი დამოკიდებულებისა, თუნდაც ის  რასაც დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოჰყვა თავის ჩვენებაში  აბსოლუტური სიმართლე იყოს ( რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება) ,  არანაირი უფლება და გამართლება არა აქვს არც საქართველოს პრეზიდენტს, არც სხვა სახელმწიფო პოლიტიკურ თუ საჯარო თანამდებობის პირებს , რაც მათ ჩაიდინეს 2007 წლის 7 ნოემბერს ბატონი პატარკაციშვილის პიროვნების, მისი ოჯახის საკუთრების და პირადად მისი კუთვნილი კომპანიების მიმართ!“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner