logo_geo
eng_logo
ვახტანგ მეგრელიშვილი: მიხეილ სააკაშვილზე მთელი კამპანია იყო „ნაცმოძრაობის,“ 50 დღის მანძილზე მის გარდაცვალებას ველოდით და ადამიანი ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში, გამოდის და რელიგიურ სიტყვას ამბობს
- +

29 ნოემბერი. 2021. 23:22

 

 

„სააკაშვილი პოლიტიკურ პოპულიზმსაც კი არ ივიწყებდა - ამ საათნახევრიან სიტყვით გამოსვლაში ახალი მართლა არაფერი გამიგია“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის მიხედვით, ყოველ დღე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება იყო მოსალოდნელი, თუმცა ის დღეს ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო.

 

„ის ისევ პოლიტიკოსი იდგა და არა ადამიანი, რომელიც კონკრეტულ საქმეზე გამოდიოდა. პოლიტიკურ პოპულიზმსაც კი არ ივიწყებდა თავის გამოსვლაში, თავის შეფასებებში. ამ საათნახევრიან სიტყვით გამოსვლაში ახალი მართლა არაფერი გამიგია, რადგან მიხეილ სააკაშვილი აქტიური იყო ამ ხნის განმავლობაში. ხშირად ვიდეო მიმართვები ჰქონდა და თითოეული ამ ეპიზოდის შესახებ, რაზეც მან ისაუბრა, ბევრჯერ უსაუბრია. ამ სცენის შემადგენელი ნაწილი იყო, რომ 50 - დღიანი შიმშილობის შემდეგ, ადამიანი ასეთი აქტიური საათნახევრიანი სიტყვით გამოდის და აღფრთოვანებული ხარ ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მიხეილ სააკაშვილზე მთელი კამპანია იყო „ნაციონალური მოძრაობის,“ ყოველ დღე 50 დღის მანძილზე, მის გარდაცვალებას ველოდით და ადამიანი ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში, როგორც პოლიტიკოსი გამოდის და რელიგიურ სიტყვას ამბობს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner