logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი სააკაშვილზე: გაიგონ ახალგაზრდებმაც, რა ურცხვ მატყუარასთან გვაქვს საქმე
- +

30 ნოემბერი. 2021. 00:09

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ცოტნეზემეტმა და დემეტრეზემეტმა კლოუნმა მოითხოვა სტატისტიკა:

„ამოიღეთ სტატისტიკა – სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ცხრა წელი და რვა წელი, უფრო მეტი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა” – განაცხადა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა

 

ეხლა (ახლა) ნახეთ ამოღებული სტატისტიკა

 

 2004-2012 წლებში საქართველოდან გავიდა 833 604 კაცი, ხოლო უკან დაბრუნდა 612 393 კაცი. ამ წლების კუმულატიური მიგრაციული სალდო არის 221 211, საშუალო წლიური უარყოფითი მიგრაციული სალდო კი შეადგენს 24 579 კაცს.

2013-2020 წლებში საქართველოდან გავიდა 741 788 კაცი, ხოლო უკან დაბრუნდა 715 655 კაცი. ამ წლების კუმულატიური მიგრაციული სალდო არის 26 133, საშუალო წლიური უარყოფითი მიგრაციული სალდო კი შეადგენს 3 267 კაცს.

p.s. თუ გააზიარებთ, კარგს იზამთ, გაიგონ ახალგაზრდებმაც რა ურცხვ მატყუარასთან გვაქვს საქმე“, - წერს გიორგობიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner