logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს
- +

30 ნოემბერი. 2021. 02:01

 

 

„ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ ზამთარს ვხვდებით ისე, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი, ეს ძალიან გვაწუხებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„ამას თუ უახლოეს პერიოდში კოვიდგადატანილებსაც დავამატებთ, ვისაც დღეს აქვს იმუნიტეტი, ეს იქნება ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 60%-მდე. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის ამთვისებელია. ეს არის ძალიან დიდი ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ისევ აგიზგიზდეს. ჩვენ რომ 4 000-ს ჩამოვცდით ეს არაფერს ნიშნავს, ერთ-ორ კვირაში ისევ დაიწყება მატება და ეს შემაშფოთებელი პროგნოზია”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner