„ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ ზამთარს ვხვდებით ისე, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი, ეს ძალიან გვაწუხებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ამას თუ უახლოეს პერიოდში კოვიდგადატანილებსაც დავამატებთ, ვისაც დღეს აქვს იმუნიტეტი, ეს იქნება ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 60%-მდე. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის ამთვისებელია. ეს არის ძალიან დიდი ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ისევ აგიზგიზდეს. ჩვენ რომ 4 000-ს ჩამოვცდით ეს არაფერს ნიშნავს, ერთ-ორ კვირაში ისევ დაიწყება მატება და ეს შემაშფოთებელი პროგნოზია”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.