საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ცდილობს მანდატის დასრულებამდე თავი დაგვამახსოვროს. წულუკიანი იმედოვნებს, რომ 1 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლო დეპოლიტიზირებული გახდება.
„ერთ-ერთ გამოწვევა სასამართლოს თავმჯდომარის მანდატია, რომელიც დასრულების პროცესშია. მაქვს ვარაუდი, რომ თავმჯდომარე მანდატის დასრულებამდე ცდილობს, თავი დაგვამახსოვროს. ეს მოსამართლეებისთვის გამოწვევაა. მე მჯერა, რომ პირველი ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლო დეპოლიტიზებული გახდება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.