თურქეთში, ელექტროენერგიის გამომუშავების მეორე უდიდესი წყარო ქარის ენერგია გახდა. როგორც Anadolu წერს, 28 ნოემბრის მონაცემებით, ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 22.6% შეადგინა.
დღიური მონაცემით, მიღებული ელექტროენერგიის ჯამურმა მოცულობამ 791,794 მეგავატ-საათი შეადგინა, საიდანაც 178 964 მეგავატ-საათი ქარის ელექტროსადგურებზე მოდიოდა.
კონკრეტულად 28 ნოემბრის მონაცემებით, ელეტროენერგიის მიღების უმთავრესი წყარო ჰიდროენერგეტიკა იყო, მას მოსდევდა ქარის ენერგიის გამოყენება, მესამე ადგილზეა ბუნებრივი აირის ელექტროსადგურები 22%-ით, მეოთხეზე კი - იმპორტირებული ქვანახშირის ელექტროსადგურები 17.8%-იანი წილით.