logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც ახალი შტამის მიმართ ეფექტიანი იქნება
- +

30 ნოემბერი. 2021. 11:21

 

 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, შესაძლოა ახალი შტამის მიმართ სხვადასხვა ვაქცინა არაეფექტიანი ან ნაკლებად ეფექტიანი იყოს.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კომპანიები უკვე ვაქცინის მოდერნიზაციაზე მუშაობენ.

 

„დღეს არსებული ვაქცინების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ მათ შეიძლება ვერ დაიცვან ადამიანი ან ნაკლებად დაიცვას ახალი შტამისგან, რამეთუ ისინი მოქმედებენ ვირუსის იმ სეგმენტზე, რომელმაც მუტაცია განიცადა. კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი უკვე მუშაობენ ვაქცინის მოდერნიზაციაზე, „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ ისიც განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც იმუშავებს ახალ შტამის მიმართ, მაგრამ 100 დღე ხომ დიდი დროა, ვერ დაველოდებით სანამ ვაქცინის ახალ მოდიფიკაციას არ შექმნის კომპანია. მედიკამენტი იმიტომ გახდა აქტუალური, რომ ის უკვე მზად არის და ელოდება ნებართვას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner