logo_geo
eng_logo
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
- +

30 ნოემბერი. 2021. 11:35

 

 

არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ბათუმის მერის თქმით, შეხვედრები მერიაშიც განახლდება და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მასთან კომუნიკაცია.

 

„საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან 200-მდე შეხვედრა გავმართე. მე მაშინ ამომრჩეველს დავპირდი, რომ ეს შეხვედრები ჩემი მერად არჩევის შემდგომაც აუცილებლად გაგრძელდებოდა და მათთან კომუნიკაცია აქტიურად მექნებოდა.

 

დღეს გონიოს მაცხოვრებლებს შევხვდი. აფსაროსის ქუჩაზე დავგეგმეთ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის, საბავშვო და მცირე რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ცენტრალური, ასევე შემოერთებული ტერიტორიების განვითარება.

 

აქვე, მინდა მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ მერიაშიც განახლდება შეხვედრები და ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს პირდაპირ კომუნიკაციას ჩემთან. შეხვედრის ჩასანიშნად შეგიძლიათ დარეკოთ მერის ადმინისტრაციაში - 0422 27 01 19.

მოსახლეობასთან კომუნიკაცია და დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner